ნეიმარი 300 მლნ. ევროს მიიღებს და, შესაძლოა, "ბარსელონას" კონტრაქტი თავად გამოისყიდოს
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარ ჟუნიორი უახლოეს მომავალში დოჰაში გაფრინდება, სადაც Qatar Sports Investment-თან ხელშეკრულებას გააფორმებს და 2022 წლის მუნდიალის ელჩი გახდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც 25 წლის ბრაზილიელი კატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი გახდება აღნიშნული კომპანიისგან, რომელის პსჟ-ს მფლობელს ეკუთვნის, 300 მილიონ ევროს მიიღებს.
იმ შემთხვევაში თუ "ბარსელონა" და "პარი სენ-ჟერმენი" ნეიმარის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ბრაზილიელი ფეხბურთელი ამ თანხიდან თავად გადაიხდის საკუთარ გამოსასყიდ თანხას (222 მილიონი ევრო) და "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაწყვეტს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]