ოქროს ბურთის კანდიდატთა სია
ფიფამ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც "ოქროს ბურთის" მოპოვების პრეტენდენტები არიან.
7 ესპანელი და არც ერთი ინგლისელი – სიის გადაკითხვისას ეგრევე მოხვდება თვალში მკითხველს.
სავარაუდოდ ეს ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისელთა უხეირო ასპარეზობით არის განპირობებული. სამაგრიეროდ სიას ამშვენებს 7 მსოფლიო ჩემპიონი და რამდენიმე მათგანს ფავორიტადაც მიიჩნევენ ფეხბურთის ექსპერტები.
"ოქროს ბურთის" მფლობელს 10 იანვარს, ციურიხში გამოავლენენ. კონკურსის ფორმატი წელს შეიცვალა. საქმე ისაა, რომ ოქროს ბურთი და ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული გააერთიანეს.
ჩამონათვალში ყველაზე მეტი პრეტენდენტი "ბარსას" ჰყავს(6).
სრული სია, კი ესე გამოიყურება:
ჩაბი ალონსო(ესპანეთი/რეალი), კრიშტიანუ რონალდო(პორტუგალია/რეალი), იკერ კასილიასი(ესპანეთი/რეალი), მესუტ იოზილი(გერმანია/რეალი), ანდრეს ინიესტა(ესპანეთი/ბარსელონა), დანი ალვესი(ბრაზილია/ბარსელონა), ლიონელ მესი(არგენტინა/ესპანეთი), დავიდ ვილია(ესპანეთი/ბარსელონა), ჩავი ერნანდესი(ესპანეთი/ბარსელონა), კარლეს პუიოლი(ესპანეთი/ბარსელონა), ეტო'ო(კამერუნი/ინტერი), სნეიდერი(ჰოლანდია/ინტერი), მაიკონი(ბრაზილია/ინტერი), ჟულიო სეზარი(ბრაზილია/ინტერი), მიროსლავ კლოზე(გერმანია/მ.ბაიერნი), ლამი(გერმანია/მ.ბაიერნი), ტომას მიულერი(გერმანია/მ. ბაიერნი), არიენ რობენი(ჰოლანდია, მ. ბაიერნი), ბასტიან შვაინშტაიგერი(გერმანია/მ. ბაიერნი), დიდიე დროგბა(კოტ დივუარი/ჩელსი), ფაბრეგასი(ესპანეთი/არსენალი), დიეგო ფორლანი(ურუგვაი/ატლეტიკო), ასამოა გიანი(განა/სანდერლენდი)
წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტები:
კარლო ანჩელოტი(იტალია/ჩელსი), ვისენტე დელ ბოსკე(ესპანეთი/ესპანეთის ეროვნული ნაკრები), სერ ალექს ფერგიუსონი(შოტლანდია/მანჩესტერი), გუარდიოლა(ესპანეთი/ბარსელონა), ლიოვი(გერმანია/გერმანიის ეროვნული ნაკრები), ჟოზე მოურინიო(პორტუგალია/რეალი), ოსკარ ტაბარესი(ურუგვაი/ურუგვაის ეროვნული ნაკრები), ლუის ვან გაალი(ჰოლანდია/მ. ბაიერნი), ბერტ ვან მარვიიკი(ჰოლანდია/ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები), არსენ ვენგერი(საფრანგეთი/არსენალი)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]