"ოქროს ბურთის" ნომინანტთა საბოლოო სია გამოქვეყნდა
დღეს "ფიფამ" გამოაქვეყნა იმ 23 ფეხბურთელის სია, რომლებიც იბრძოლებენ 2011 წლის "ოქროს ბურთისთვის".
ესენი არიან: ერიკ აბიდალი (საფრანგეთი), სერხიო აგუერო (არგეტინა), კარიმ ბენზემა (საფრანგეთი), იკერ კასილიასი (ესპანეთი), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), დანი ალვესი (ბრაზილია), სამუელ ეტო'ო (კამერუნი), სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი), დიეგო ფორლანი (ურუგვაი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ლიონელ მესი (არგენტინა), ტომას მიულერი (გერმანია), ნანი (პორტუგალია), ნეიმარი (ბრაზილია), მესუთ იოზილი (გერმანია), ჟერარდ პიკე (ესანეთი), უეინ რუნი (ინგლისი), ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია), უესლი სნეიდერი (ჰოლანდია), ლუის სუარესი (ურუგვაი), დავიდ ვილია (ესპანეთი), ხაბი ალონსო (ესოანეთი), ჩავი (ესპანეთი).
როგორც ხედავთ, სიაში 8 "ბარსელონელია". "ოქროს ბურთისთვის" მებრძოლი სამეულის ვინაობა დეკემბერში გახდება ცნობილი, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა 2012 წლის 9 იანვარს, ციურიხში გაირკვევა.
რაც შეეხება მწვრთნელებს, საუკეთესოს წოდების მისაღებად იბრძოლებენ: ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი / ესპანეთის ეროვნული ნაკრები), ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია / "მანჩესტერ იუნაიტედი"), რუდი გარსია (საფრანგეთი / "ლილი"), პეპ გუარდიოლა (ესპანეთი / "ბარსელონა"), იურგენ კლოპი (გერმანია / დორტმუნდის "ბორუსია"), იოახიმ ლიოვი (გერმანია / გერმანიის ეროვნული ნაკრები), ჟოზე მოურინიო (პორტუგალია / მადრიდის "რეალი"), ოსკარ ტაბარეზი (ურუგვაი / ურუგვაის ეროვნული ნაკრები), ანდრე ვილაშ-ბოაში (პორტუგალია / "პორტო", "ჩელსი"), არსენ ვენგერი (საფრანგეთი / "არსენალი").
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]