"ბარსელონას" კოუტინიოს გაფორმება გამპერის თასამდე სურს
ფილიპე კოუტინიო "ბარსელონას" უმთავრეს სატრანსფერო მიზანს წარმოადგენს. ახლა, როცა ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერი უფრო და უფრო რეალური ხდება, შესაძლოა კლუბი მას თანამემამულის შემცვლელადაც განიხილავდეს.
"ბლაუგრანას" წარმომადგენლებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები როგორც თავად ფეხბურთელთან, ასევე "ლივერპულის" ხელმძღვანელობასთან. ბოლო "მოგზაურობა" MD-ს ინფორმაციით გუშინ განხორციელდა და ამავე წყაროს ცნობით, კოუტინიოს ტრანსფერის გაოფიციალურება 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოხდება.
რა თქმა უნდა კიდევ არის ტრანსფერზე სამუშაო დარჩენილი, მაგრამ კატალონიელთა მიზანია ბრაზილიელის გამპერის თასის შეხვედრამდე გაფორმება. შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ორშაბათს, თბილისის დროით 22:30 საათზე "შაპეკოენსეს" დაუპირისპირდებიან. ფეხბურთელი პრეზენტაციისთვის კი ეს შესანიშნავი დროა. კოუტინიოს კლუბი შესაძლოა სამი პოზიციის გაძლიერების ვარიანტად განიხილავდეს - ინიესტას, რაკიტიჩისა და ნეიმარის.
ასევე პრესის ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულებულია და ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია. ახლა თავად კოუტინიო აძლიერებს ზეწოლას და ცდილობს იურგენ კლოპი დაარწმუნოს, დათანხმდეს კატალონიელთა 100 მილიონიან შეთავაზებას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]