„ბარსელონამ“ „ელ კლასიკოს“ წინ განწყობა აიმაღლა
"ბარსელონას" დამაარსებლის, ჟოან გამპერის სახელობის თასის ფინალში კატალონიური გრანდი ბრაზილიურ "შაპეკოენსეს" დაუპირისპირდა. ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა დამაჯერებელი გამარჯვება იგემეს, ანგარიშით 5:0.
ესპანეთის ვიცე-ჩემპიონთა მხრიდან თავი დეულოფეუმ, სერხიო ბუსკეტსმა, ლიონელ მესიმ, ლუის სუარესმა და დენისმა გამოიჩინეს. ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჟერარი აღმოჩნდა, რომელმაც აქტივში 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ტრიუმფალური გამარჯვება "ელ კლასიკოს" წინ გუნდს განწყობას აუმაღლებს. ჯერჯერობით, ერნესტომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სათავეში 5 არაოფიციალური შეხვედრა გამართა, აქედან 4 კი "ბლაუგრანას" მოგებით დასრულდა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=XoVFkO3Wll0]
ესპანეთის სუპერთასის ფინალის პირველ შეხვედრას "ბარსელონა" 14 აგვისტოს, "კამპ ნოუზე" თბილისის დროით 23:55 საათზე გამართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]