ანდრეს ინიესტა ვარჯიშს დაუბრუნდა
როგორც იცით, ხუთშაბათს ანდრეს ინიესტამ "ბარსელონასთან" ერთად ერნესტო ვალვერდეს მიერ მინიჭებული უფლებით, არ ივარჯიშა, მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ ესპანელი მწყობრშია და ვარჯიში მან უბრალოდ დასვენების მიზნით გამოტოვა.
იმის გამო, რომ პირველ გუნდში ბევრი ფეხბურთელი არ ირიცხება, ვალვერდეს შეგირდებთან ერთად "ბარსა ბ"-ს ორმა ფეხბურთელმა, კარლეს ალენიამ და ხოაკინ ესკიეტამ ივარჯიშა.
კატალონიელები სიუტატ ესპორტივაზე კიდევ ერთხელ შაბათს შეიკრიბებიან. ეს გუნდის ბოლო ვარჯიში იქნება "რეალთან" გასამართ ესპანეთის სუპერ თასის პირველი შეხვედრის წინ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]