ემრე ჩანი: "კოუტინიო უნდა გავუშვათ, თუ მას წასვლა ნამდვილად სურს"

ემრე ჩანი: "კოუტინიო უნდა გავუშვათ, თუ მას წასვლა ნამდვილად სურს"

მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულმა" ფილიპე კოუტინიოსთან დაკავშირებით "ბარსელონას" ორი შეთავაზება უარით გაისტუმრა, ბრაზილიელის წასვლის შანსი ჯერ კიდევ დიდია.

"ლივერპულის" ფეხბურთელმა, ემრე ჩანმა, Viasat sports-თან ინტერვიუში ამ საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე გუნდში საუბრები არ მიდის და არც სპეკულაციები ქმნის პრობლემას, მაგრამ, ფეხბურთელის იძულებით გუნდში დატოვება მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"რა თქმა უნდა, თუ ფილიპე დარჩება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ჩემი აზრით, კოუტინიო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

მიუხედავად ამისა, თუ ის წასვლას გადაწყვეტს, ჩვენ უბრალოდ კეთილი სურვილებით უნდა დავემშვიდობოთ, სიტუაცია არ უნდა გავამწვავოთ და წინსვლა განვაგრძოთ." - განაცხადა გერმანელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    daki13
    სტუმარი [?]
    #5 18 აგვისტო 2017 01:22
    0
    რავვიიი რა ვთქვა რააა ეს ორი კლასიკოო!! ეს იკო საში ნელებააა გუნდ ვერ ვცნობდი ეს რა იყოო სადაა ჩვენი ბარსა გუნდი რომლის თამაშის ყურებისას ძარგვებში სისხლი გვეკინება და სისხლი გვიდუგდებააა!!!!!! დიდი იმედი მაქ რომ კოუტინიოს და დემბელეს ვიყიდით და გუნდი გაძლიერდებააააა ვისკა ბარსააააა ვივა ბარსაააა <3 <3 <3 <3 მე მჯერაააა !!!!! ჩემი გუნდისსს <3
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 17 აგვისტო 2017 08:49
    0
    კოუტინიო მოდაყვანია
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #3 17 აგვისტო 2017 03:23
    0
    მოდი რა კოუ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 აგვისტო 2017 22:56
    0
    ნეტა მასეთ აზრზე იყოს ის სათვალიანი კუტაც!
    WinGs
    სტუმარი [?]
    #1 16 აგვისტო 2017 22:11
    0
    ციტატა: M.asensio
    გამოუშვით თუ უშვებთ დავბერდით ამის ლოდინში

    ვერ გავიგე? satisfied