გრეიმი სოუნესი კოუტინიოს ტრანსფერის შესახებ: "ასეთ შეთავაზებებზე უარს არ ამბობენ"
როგორც იცით, "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მთელი ზაფხულის განმავლობაში ფილიპე კოუტინო იყო და მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულმა" კატალონიელთა სამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, ბრაზილიელის გადმობირების შანსი ჯერ კიდევ არსებობს: "ბარსელონა" უკანასკნელ, მეოთხე შეთავაზებას ამზადებს.
თუ "ლივერპული" კოუტინიოს შენარჩუნებას მაინც მოახერხებს, მერსისაიდელთა გულშემატკივრები ძალიან გახარებულები იქნებიან, მაგრამ არა ამ კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და მწვრთნელი, გრეიმი სოუნესი.
"ასეთ შეთავაზებებზე, როგორც წესი, უარს არ ამბობენ.
ღირს თუ არა კოუტინიო ასე ძვირი? ამ თანხად უნდა შეიძინო ფეხბურთელი, რომელიც გუნდის გაძღოლას და მნიშვნელოვან თამაშებში ცვლილებების შეტანას მოახერხებს. კოუტინიო, ჩემი აზრით, ასეთი არაა.
რა თქმა უნდა ის მოხდენილი ფეხბურთელია, ბურთით მსუბუქად მოძრაობს, კაცის მოტყუებაც შეუძლია და ხშირად მშვენიერი გოლებიც გააქვს, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც ფულს ავიღებდი.
კოუტინიო საერთოდ არაა გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე, ის დიდ მატჩებში ბევრს ვერაფერს ახერხებს და სეზონის განმავლობაში მხოლოდ 6-7 გოლი გააქვს.
ჩემი აზრით, გუნდის საკვანძო ფეხბურთელი კოუტინიო კი არა, სადიო მანეა." - განაცხადა სუონესმა talkSPORT-თან ინტერვიუში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]