ერნესტო ვალვერდე "რეალზე": "დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს!"
"ბარსელონას" დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე, "რეალთან" გუშინ წაგებული შეხვედრის (0:2) შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მადრიდული გუნდი დაუმარცხებელი არაა.
კითხვაზე, არის თუ არა ეს "რეალი" დაუმარცხებელი, ვალვერდემ ასე უპასუხა: "დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს. თუ სპორტში რიამეს გადაჭრით თქმა შეიძლება, არის ის, რომ ყველა გუნდი, ადრე თუ გვიან, აგებს.
როდესაც აგებ და ხვდები, რომ მეტოქემ გაჯობა, თამაშს მხოლოდ ტექნიკური ასპექტები უნდა გაითვალისწინო. ფსიქოლოგიურად მოსაგებად ვიყავით განწყობილები, მაგრამ არ გამოგვივიდა. ახლა, საჭიროა, მორალურად ძალები აღვიდგინოთ. კარგი გუნდი გვყავს და ამას მოვახერხებთ.
ფილიპე კოუტინიო? არ ვიცი, მოესწრება თუ არა მისი "ბეტისთან" თამაშამდე გაფორმება." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]