ვალვერდე: როცა ბურთი მესისთნ აღმოჩნდება, გრძნობ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენაა
"ბარსელონას" დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე, "იუვენტუსთან" მოგებული თამაშის (3:0) შემდეგ კომენტარს აკეთებს და რა თქმა უნდა, ლიონელ მესის აქებს.
"საერთო ჯამში, კარგად ვითამაშეთ და გოლამდე მოთმინება გამოვიჩინეთ. გასული გათამაშების ფინალისტთან თამაშში კარი მშრალად შევინახეთ და თავად 3 გოლი გავიტანეთ.
ჩემპიონთა ლიგა ეს მარათონია და არა სპრინტი.
ასეთ თამაშებში არასდროს იცი, როგორ და როდის შეიცვლება მოედანზე სიტუაცია. მესის გოლმა ყველაფერი შეცვალა. როდესაც ბურთი მესისთნ აღმოჩნდება, მაშინვე გრძნობ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენაა. უსიამოვნო იყო, როდესაც ჩემი გუნდი მესის წინააღმდეგ თამაშობდა ხოლმე, ახლა კი, შემიძლია მისი თამაშით სიამოვნება მივიღო. ის ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია.
გუნდი არა 11 ფეხბურთელისგან, არამედ მთელი კოლექტივისგან შედგება. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ სათამაშო დროს ჩვენი ყველა ფეხბურთელი მიიღებს. როდესაც ვთქვი, რომ საუკეთესოები ითამაშებენ, საუბარი "იუვენტუსთან" მატჩზე მქონდა." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]