L'Equipe: "ბარსელონას" ჟან სერიში 40 მილიონს იხდის
"ნიცას" კოტ დ'ივუარელი ნახევარმცველი ჟან-მიკაელ სერი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას ფრანგული L'Equipe ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიელები მზად არიან 26 წლის ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ, ეს კი ტრანსფერის განხორიციელებისთვის საკმარისი იქნება. საქმე ისაა, რომ სერისა და "ნიცას" შორის არსებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ფრანგული კლუბი ვალდებულია ფეხბურთელი 40 მილიონ ევროდ გაუშვას.
როგორც ცნობილია, "ბარსელონა" ჟან სერის ფილიპე კოუტინიოს ალტერნატივად განიხილავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]