„ნაპოლი“ დეულოფეუს შეძენას შეეცდება
იტალიური "ნაპოლი" მზადაა, კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი შემტევი ჟერარ დეულოფეუ შეიძინოს.
ნეაპოლელების პრეზიდენტი - აურელიო დე ლაურენტისი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს, იმ შემთხვევაში თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
გასულ სეზონში დეულოფეუმ "მილანში" თამაშით თავი იდეალურად გამოიჩინა, მან არენდის წესებით იტალიაში მხოლოდ ნახევარი სეზონი ითამაშა.
"ბარსელონა" ესპანელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა თუ ფელიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს შეიძენს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]