პსჟ "ბარსელონას" ოფიციალური განცხადებით პასუხობს
ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" "ბარსელონას" მიერ პარიზული კლუბისა და მისი ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის მიმართ წაყენებულ ბრალდებას პასუხობს.
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა" აპირებს ნეიმარს სასამართლოში უჩივლოს. კატალონიელები იმ 8.5 მილიონი ევროს გადახდას ითხოვენ, რომელიც ნეიმარმა "ბარსასთან" კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ მიიღო, ხოლო ამ თანხის 10 პროცენტს, გადახდის დაგვიანების გამო. მოთხოვნის მიზეზი ისაა, რომ ბრაზილიელმა კონტრაქტის პირობები ბოლომდე არ შეასრულა. ხოლო თუ ნეიმარს ამ თანხის გადახდა არ შეუძლია, მაშინ "ბარსელონა" პასუხისმგებლობას "პარი სენ-ჟერმენს" აკისრებს.
"ბარსელონას" განცხადებას პსჟ-მ ოფიციალური განცხადებითვე უპასუხა:
"პარი სენ-ჟერმენს" სურს ხაზგასმით განაცხადოს, რომ კლუბი, ისევე, როგორც ნეიმარი, ყოველთვის კანონისა და დადგენილი წესების ფარგლებში მოქმედებდა.
გარდა ამისა, გვსურს, "ბარსელონასთან" არსებული ასეთი ურთიერთობის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოვთქვათ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]