კოუტინიომ, შესაძლოა, საჯარო განცხადება გააკეთოს
ფილიპე კოუტინიომ გადაწყვიტა, რომ არ დანებდეს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ლივერპულსა" და "ბარსელონას" შორის შეთანხმება ვერ შედგება, კატალონიური გრანდის მაისურის მოსარგებად ყველაფერი გააკეთოს. Yahoo Sports-ის თანახმად, ბრაზილიელი მედიის წინ წარდგომის ვარიანტსაც განიხილავს.
წყაროს ცნობით, იურგენ კლოპისა და კლუბის ხელმძღვანელობის მოქმედებით მერსესაიდელთა ათიანი უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია. კოუტინიოს ესმის, რომ ამ დრომდე იგი "კარგად იქცეოდა" და მშვიდად ელოდა თავისი სურვილის ახდენას - "ბარსაში" გადაბარგებას. იგი ფიქრობს, რომ თუ საჯაროდ ისაუბრებს ამ ყველაფერზე, კლუბს მისი აზრის გათვალისწინება და პატივისცემა მოუწევს.
პრესისთვის ისიც ცნობილია, რომ კლოპსა და კოუტინიოს შორის ბოლო კვირებში ურთიერთობა გაუარესდა. ფეხბურთელის გარემოცვა ფიქრობს, რომ ამ ყველაფერში გერმანელი თავკაცის ხელი ურევია, რომელიც თავის სხვა ფეხბურთელებს, რომლებიც წასვლას გეგმავენ, ამით მაგალითს აძლევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]