Sport: ბართომეუმ ნეიმარის წასვლის შესახებ უკვე 22 ივლისს იცოდა
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ უკვე 22 ივლისს იცოდა, რომ ნეიმარი კატალონიურ კლუბს დატოვებდა და მან რობერტ ფერნანდესს ბრაზილიელის შემცვლელის მოძებნა დაავალა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
ცნობილია, რომ 22 ივლისს, ნიუ იორკში, ბართომეუ და ნეიმარი ერთმანეთს შეხვდნენ. წყაროს ცნობით, საუბრის დროს, ბრაზილიელმა პრეზიდენტს უთხრა, რომ პსჟ-ს მხრიდან დაინტერესებისა და უკეთესი ხელფასის შეთავაზების მიუხედავად, მისი პრიორიტეტი "ბარსელონაში" დარჩენა იყო. თუმცა, ამ შეხვედრასთან დაკავშირებთ, Sport ბართომეუს შემდეგ სიტყვებს ციტირებს: "ის თვალებში არ მიყურებდა და მივხვდი, რომ წასვლასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე დარჩენასთან."
იმავე წყაროს ცნობით, შეხვედრის შემდეგ, იმავე დღეს, ბართომეუმ კლუბის სპორტულ დირექტორს, რობერტ ფერნანდეს უთხრა, რომ "ბარსელონას" ნეიმარის შემცვლელი ჭირდებოდა. მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და გუნდს ნეიმარის შემცვლელი არ ჰყავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]