Sky Sports: უსმან დემბელე "ბარსელონას" ფეხბურთელია
დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ვინგერის, უსმან დემბელეს ტრანსფერი ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ, Sky Sports-მაც დაადასტურა.
წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონასა" და "დორტმუნდის" ხელმძღვანელებმა როგორც იქნა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელი კარიერას კატალონიაში გააგრძელებს.
ფრანგი შემტევი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, გერმანული გრანდი კი მის სანაცვლოდ 110 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დემბელე მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.
მხარეები ჯერჯერობით ამ ტრანსფერს ოფიციალურად არ ადასტურებენ, ყველაფერი მალე გახდება ცნობილი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 48 ]