ნეიმარს კოუტინიოსთვის რჩევა არ მიუცია
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, ნეიმარმა, თავის თანამემამულეს, "ლივერპულის" ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს ურჩია, "ბარსელონაში" არ გადავიდეს, ტყუილი აღმოჩნდა.
გამოცემა Estadão, რომელსაც ეს ინფორმაცია ესპანურმა პრესამ მიაწერა, აცხადებს, რომ ასეთი სიახლე არ გამოუქვეყნებია.
"Estadão-ს ნეიმარისა და კოუტინიოს საუბრის არანაირი მასალა არ გამოუქვეყნებია, რომელშიც პსჟ-ს თავდამსხმელი "ლივერპულის" ნახევარმცველს ურჩევს, "ბარსელონაში" არ გადავიდეს", - წერს გამოცემა Twitter-ის თავის გვერდზე.
ნეიმარი და კოუტინიო ახლა ბრაზილიის ნაკრებში იმყოფებიან და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]