ჟორჟე მენდეში დი მარიას, გომესისა და თურანის ტრანსფერებზე მუშაობს
ცნობილი საფეხბურთო აგენტი - ჟორჟე მენდეში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამოდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს. იტყობინება, Sport.
მენდეში "პარის სენ-ჟერმენის" არგენტინელი ვარსკვლავის - ანხელ დი მარიას ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს. ასევე "ბარსელონას" კიდევ ორი წარმომადგენლის - არდა თურანისა და ანდრე გომეშის ტრანსფერებზე, რომელთა გაყიდვა კატალონიელებს სურთ.
გომეშის შეძენით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული, ხოლო თურანი შესაძლოა "მონაკოს" ფეხბურთელი გახდეს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "პარის სენ-ჟერმენმა" უარი განაცხადა "ბარსელონაში" დი მარიას 35 მილიონ ევროდ გაშვებაზე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]