ფილიპე კოუტინიო - ბარსელონასთან ახლოს, როგორც არასდროს
"ლივერპულის" ახალგაზრდა ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი თანდათან რეალური ხდება.
მოგეხსენებათ, რომ დღეს მერსესაიდულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა ლონდონის "არსენალის" აწ უკვე ექსფეხბურთელის, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრანსფერი, რაც კოუტინიოს კატალონიაში გადასვლას ხელს უწყობს.
ესპანური Sport-ის ინფორმაციით, დღეს 25 წლის ბრაზილიელმა ინგლისიდან შეტყობინება მიიღო, რომ "ლივერპული" მზადაა იგი "ბარსელონაში" გაუშვას.
გარდა ამისა, სხვადასხვა გამოცემა წერს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრები" კოუტინიოს ტრანსფერს ხვალ დაადასტურებენ.
ცნობილი ბრიტანული ვებ-გვერდი Football Whispers კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერს შესაძლო 5-დან, 4.7-ად აფასებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]