ოფიციალურად: დუგლასი "ბენფიკაში" ითამაშებს
კატალონიის "ბარსელონას" 27 წლის ბრაზილიელი განაპირა მცველი დუგლას პერეირა კარიერას პორტუგალიურ "ბენფიკაში" გააგრძელებს, ინფორმაციას "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
დუგლასი "ბენფიკაში" 1-წლიანი იჯარით ითამაშებს და 2017/2018 წლების სეზონს სრულად ჩაატარებს. წინა სეზონი ბრაზილიელმა ანალოგიურად ხიხონის "სპორტინგში" გაატარა, სადაც 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ დუგლასი "ბარსელონაში" 2014 წლიდან ირიცხება, ამ ხნის მანძილზე მან "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური 8 შეხვედრაში მოირგო (4 მოგება, 4 ფრე) და ამდენივე ტიტული მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]