დუგლასი "ბარსელონაში" დაბრუნებისთვის ემზადება
27 წლის მარჯვენა მცველი, დუგლას პერეირა ბარსელონაში დაბრუნებისთვის ემზადება. ფეხბურთელმა ეს სეზონი იჯარით "ბენფიკაში" გაატარა, მაგრამ მთავარი მწვრთნელი, რუი ვიტორია დიდად ვერ მოხიბლა და მონაწილეობა ჯამში 10 შეხვედრაშიც არ მიუღია. 13 მაისს, ლისაბონური კლუბი სეზონის ბოლო მატჩს ჩაატარებს.
დუგლასმა, რომელიც "ბარსელონაში" 2014 წელს გადმოვიდა, გასული სეზონიც იჯარით სხვაგან გაატარა და ალბათ, აგვისტოშიც იგივე მოუწევს, რადგან ის ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის, თუმცა კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]