"ბარსელონას" ოფიციალური განცხადება
კატალონიის "ბარსელონა", აგუსტი ბენედიტოს მიერ კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის უნდობლობის საკითხის აღძვრასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"ბატონი აგუსტი ბენედიტოს მიერ უნდობლობის საკითხის აღძვრასთან დაკავშირებით, შემდეგ განცხადებას ვაკეთებთ:
1. კლუბის წესდების 55.2 პუნქტის თანახმად, უნდობლობის დასაფიქსირებლად, საჭიროა ხმის უფლების მქონე კლუბის წევრების 15%-ის მხარდაჭერა
2. ზუსტი რიცხვის გამოსაყვანად, საჭიროა, ხმის უფლების მქონე კლუბის წევრების რაოდენობა დავითვალოთ უნდობლობის საკითხის აღძვრის დღისთვის, დღეს კი ეს რაოდენობა 110 648 წევრი არის
3. შესაბამისად, უნდობლობის გამოსაცხადებლად საჭიროა 16 570 წევრის მხარდაჭერა
4. დღეს, კლუბმა, ორმაგი ოდენობის, 33 140 ბლანკი გასცა იმისათვის, რომ კლუბის წევრებს თავიანთი აზრის დაფიქსირების საშუალება ჰქონდეთ
5. ხმის მიცემა ბალანკების გაცემის დღის მეორე დღიდან, ანუ ხვალიდან იწყება და ის 14 სამუშაო დღის განმავლობაში გრძელდება."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]