ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში იანვარში გადასვლის იმედს არ კარგავს
კატალონიური Sport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" მიმდინარე სეზონშივე გადასვლის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ იურგენ კლოპმა ფილიპე კოუტინიო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მერსისაიდელთა მაისურით ამ ტურნირზე თამაშს არ აპირებს. ამის მიზეზი ისაა, რომ "ბარსელონაში" იანვარში გადასვლის შემდთხვევაში, მას ევროტურნირზე კატალონიური კლუბის შემადგენლობაში თამაშის უფლება ჰქონდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]