აგუსტი ბენედიტო: ბარსელონას კვლავ როსელი მართავდა
"ბარსელონას" პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, აგუსტი ბენედიტომ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჟოზეპ მარია ბართომეუს უნდობლობის საკითხი აღძრა, ჟურნალისტებთან ისაუბრა და კლუბში შექმნილი სიტუაცია შეაფასა.
"ბართომეუს ვურჩევ, წავიდეს, კლუბი დატოვოს. რასაც ის აკეთებს, არ გამოდის.
ფერნანდესისა და სოლერის პრესკონფერენცია? ჩვენ ურთიერთსაწინააღმდეგო მესიჯები და ტყუილი მოვისმინეთ იმ რეალობის შესაქმნელად, რომელიც არ არსებობს.
ერთი სიტყვის აღვწერო ზაფხულის სატრნსფერო ფანჯრის დროს კლუბის სტრატეგია? არ მიმაჩნია, რომ კლუბს რაიმე სტრატეგია ჰქონდა.
ტრანსფერები ბორდის ბრალია? უპირველესად, ეს ყველაფერი პრეზიდენტის ბრალია.
სანდრო როსელის დაპატიმრების მოხსენებაში პოლიცია წერს, რომ სატელეფონო საუბრების გაშიფვრის შემდეგ, მის მიერ "ბარსელონას" კვლავ მართვა იკვეთება. არ ვამბობ, რომ ბართომეუ როსელის მარიონეტია, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში მან გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ცოტა ხნის წინ უნდობლობის საკითხი აღვძარი, რაც ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გადადგომას აუცილებლად გამოიწვევს. "ბარსელონასთვის" აუცილებელი და საჩქაროა, რომ ეს ხელმძღვანელობა სასწრაფოდ გადადგეს.
ვიცი, რომ 16 500 ხელმოწერის შეგროვება მარტივი არაა, მაგრამ ეს შესაძლებელია.
წამოვაყნებ თუ არა კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში? სავარაუდოდ, კი.
შეიძლება თუ არა ბართომეუმ ვადამდელი არჩევნები მოიწვიოს? არ გამოვრიცხავ. მან ეს 2015 წელს გააკეთა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]