კრისტიან ტელიომ ზაფხულში სპარტაკზე უარი ბოლო მომენტში თქვა

კრისტიან ტელიომ ზაფხულში სპარტაკზე უარი ბოლო მომენტში თქვა

26 წლის თავდამსხმელი კრისტიან ტელიო გასულ ზაფხულში "ბარსელონადან" "სპარტაკში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ამ ინფორმაციას კატალონიური Webola ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბებს ტრანსფერის პირობები უკვე შეთანხმებული ჰქონდათ - ტელიო "სპარტაკში" 10 მილიონ ევროდ უნდა გადასულიყო. თუმცა, ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე ფეხბურთელმა რუსეთში გადასვლაზე უარი თქვა. შედეგად, ტელიო "ბეტისში" 4 მილიონ ევროდ გადავიდა.

"ბარსელონას" მუნირ ელ ჰადადის გაყიდვაც სარფიანად უნდოდა. კატალონიურ კლუბს 22 წლის თავდამსხმელის გაშვება "ზენიტში" 20 მილიონ ევროდ სურდა, თუმცა ფეხბურთელმა რუსეთში გადაბარგებაზე უარი თქვა და "ალავესში" იჯარით გადავიდა.

ტელიომ გასული სეზონი იჯარით "ფიორენტინაში" ჩაატარა. მან იტალიის ჩემპიონატში 36 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მუნირს, მის ანგარიშზე "ვალენსიაში" ჩატარებულ სეზონში 33 მატჩი და 6 გოლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 8 სექტემბერი 2017 03:37
    0
    Eეხ, ტელიო, ტელიო... რა იმედები მქონდა შენი და კუენკასი.... Dაფრინავდით ორივე და უცებ გაქრით, თუ გაგაქრეს... რა დაგემართათ?!
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 7 სექტემბერი 2017 16:14
    0
    წარმატებები ორივეს მუნირის იმედი მაინც მაქვს და ამ სეზონში შუაზე უნდა გაიხეს თუ ბარსაში თამაში უნდა
    Ana-maria
    სტუმარი [?]
    #2 7 სექტემბერი 2017 08:46
    0
    Da azri?
    bacho-barca21
    სტუმარი [?]
    #1 7 სექტემბერი 2017 04:33
    0
    es oakos jobia atasad. xo cudi ambavi zazam sanakrebo kariera dasrula oficialurad