მესის ოჯახი მატეოს დაბადების დღეს ზეიმობს
"სიუტატ ესპორტივაზე" მისვლამდე ლეო მესიმ სახლში მისი უმცროსი ვაჟის, მატეოს დაბადების დღე აღნიშნა. ოჯახის საზეიმო განწყობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ანტონელა როკუცომ გამოაქვეყნა.
ფოტოზე აღბეჭდილნი არიან ლეო, ანტონელა, ტიაგო და მატეო ბანერის გვერდით, რომელიც ოჯახის 2015 წლის 11 სექტემბერს დაბადებულ პატარა წევრს დაბადების დღეს ულოცავს.
ანტონელამ ვაჟს დაბადების დღე მიულოცა წარწერით: "დაბადების დღეს გილოცავ ლამაზო მიო. გვიყვარხარ მატეო".
ამის შემდეგ კი მესი "ბარსელონას" სავარჯიშო სესიაზე გამოცხადდა. როგორც მოგეხსენებათ, გუნდი "იუვენტუსთან" ხვალ გასამართი საშინაო მატჩისთვის ემზადება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]