ივან რაკიტიჩის ახალი იმიჯი
დღეს "ბარსელონამ" მადრიდში, "ხეტაფესთან" გასამართ მატჩამდე კიდევ ერთი სავარჯიშო სესია გამართა.
პრესის ყურადღების ქვეშ ხორვატი ნახევარმცველი მოექცა, რომელიც ერნესტო ვალვერდესა და მისი შეგირდების წინაშე ახალი იმიჯით წარდგა. მისმა თმის ფერმა დიდი ალბათობით გასახდელში ხუმრობებიც გამოიწვია, როგორც მოგეხსენებათ, მან გუშინ adidas-ის ღონისძიებაში თმის ბუნებრივი ფერით მიიღო მონაწილეობა.
ხორვატის თმის ფერის ცვლილებაზე დიდი ალბათობით გავლენა ფეხბურთელის მეუღლემაც მოახდინა, რომელსაც აღნიშნული კუთხით პროფესიონალია.
შეგახსენებთ, რომ გუნდმა დღეს რაფინიასა და არდა თურანის გარეშე ივარჯიშა. ერნესტო ვალვერდემ პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ხოაკინ ესკიეტაც გამოსცადა.
სახუმარო ტალღა, რა თქმა უნდა, ჟერარ პიკემ წამოიწყო, აქტიურობდნენ პაკო ალკასერი და ალეიშ ვიდალიც.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღეს მეკარეებმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს, გუნდი კი სესიაზე ორ ნაწილად გაიყო. ფეხბურთელებს ლა ლიგის მეოთხე ტურისთვის მომზადება მცირე წვიმის თანხლებით მოუხდათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]