"ბარსელონას" ძირითად გუნდთან ერთად შვიდმა რეზერვისტმა ივარჯიშა
დღეს, "ბარსელონამ" წლის მეორე სავარჯიშო სესია გამართა, რომელშიც მონაწილეობა პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად შვიდმა რეზერვისტმა მიიღო. ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში ინიაკი პენია, ხუან მირანდა, ჩუმი, მუსა ვაგე, ორიოლ ბუსკეტსი, ალექს კოლადო და რიკი პუჩი იყვნენ.
წინა ვარჯიშის მსგავსად, ყურადღება "ხეტაფესთან" 6 იანვარს გასამართი მატჩისთვის მომზადებას დაეთმო.
პარასკევს, "მინი ესტადიზე" ღია ვარჯიში გაიმართება, ამის შემდეგ კი ფეხბურთელები და კლუბის სხვა წევრები ბარსელონას საავადმყოფოებს ესტუმრებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]