ხეტაფე - ბარსელონა: მოკლე მიმოხილვა
წარმოგიდგენთ "ბარსელონა" - "ხეტაფეს" მატჩის სავარაუდო შემადგენლობებს, ამ გუნდების უკანასკნელ შედეგებსა და მათ სატურნირო მდგომარეობას.
სავარაუდო შემადგენლობები (Sport):

უკანასკნელი შედეგები:

9 ქულითა და ბურთების საუკეთესო შეფარდებით "ბარსელონა" ლა ლიგის ლიდერია. "ხეტაფესთან" გამარჯვების შემთხვევაში კატალონიური კლუბი "ატლეტიკოსა" და "რეალს" 7 ქულით გაუსწრებს, ეს კი უშუალო კონკურენტების წინააღმდეგ დიდი უპირატესობა იქნება. ბომბარდირთა დავაში საკუთარი პოზიციის გამყარების მორიგი შანსი შესანიშნავ ფორმაში მყოფ ლეო მესისაც მიეცემა, რომელიც 5 გოლით პირველ ადგილს იკავებს.
რაც შეეხება "ხეტაფეს", ხოსე ბორდალასის შეგირდები მოგების შემთხვევაში ევროტურნირების ზონას მიუახლოვდებიან. ამჟამად ისინი 4 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ ხვალ "რეალი" მე-2 ადგილზე მყოფ "სოსიედადს" რონალდუს, მარსელოს, კროოსისა და ბენზემას გარეშე სტუმრად დაუპირისპირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]