ჟირონა - ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

ჟირონა - ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

წარმოგიდგენთ "ბარსელონა" - "ჟირონას" მატჩის სავარაუდო შემადგენლობებს, ამ გუნდების უკანასკნელ შედეგებსა და მათ სატურნირო მდგომარეობას.

სავარაუდო შემადგენლობები (Sport):

უკანასკნელი შედეგები:

"ბარსელონა" - "ჟირონას" მატჩამდე, კატალონიური გუნდის სამივე კონკურენტი ჩაატარებს თავის შეხვედრას. თბილისის დროით 3 საათზე "ატლეტიკო" მეორე ადგილზე მყოფ "სევილიას" მიიღებს, მადრიდის "რეალი" კი "ალავესს" ეწვევა (18:15).

კატალონიური კლუბი 15 ქულით ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია. ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა 5 მატჩში 17 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.

ბომბარდირთა დავაში საკუთარი პოზიციის გამყარების მორიგი შანსი "ბარსელონას" ლიდერს, ლიონელ მესის მიეცემა, რომელიც მოცემულ მომენტში 9 გოლით პირველ ადგილს იკავებს.

რაც შეეხება "ჟირონას", პაბლო მაჩინის შეგირდები საკუთარ კედლებში გამარჯვების შემთხვევაში გასავარდნ ზონას მოშორდებიან. ამჟამად, მათ ანგარიშზე 5 ქულაა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Just Fun
    სტუმარი [?]
    #2 23 სექტემბერი 2017 12:32
    0
    ბიჭებო ატლეტიკო სევილიაზე რას ფიქრობთ?
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 23 სექტემბერი 2017 11:58
    0
    ასეთი შემადგენლობით უნდა გამოვიდეთ:
    ტერ შტეგენი
    ვიდალი პიკე უმტიტი ალბა
    პაულინიო რაკიტიჩი რობერტო
    მესი სუარესი დენისი.
    შემდეგ კი ცვლილებებზე
    ალბა-დინი
    პაულინიო-გომეში
    დენისი-პაკო.
    დღეს უეჭველად ვიგებთ დარწმუნებული ვარ.თან ყველა უშუალო კონკურენტი დღეს თამაშობს.
    ატლეტიკო-სევილია მე ფრეს ვფიქრობ.
    ალავესი-რეალი 2
    მალაგა-ბილბაო 2.
    სევილიამ თუ ქულები დაკარგა უკვე აშკარა ფავორიტები ვიქნებით საინტერესო დღეა.მესი და სუა შეყრიან დღეა ბლომად.კარს კი მშრალად შევინახავთ რაც უმთავრესია