სამპაოლი მესისა და მასკერანოს შეხვდა
AS-ის ინფორმაციით, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი ესპანეთში "ბარსელონას" ფეხბურთელებს, ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს შეხვდა.
აღნიშნულმა პირებმა შეხვედრაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორი მატჩი განიხილეს. სამპაოლიმ, მესისა და მასკერანოსთან ერთად, ნაკრების თამაშის ამსახველი ვიდეო გააანალიზა. ხორხე ცდილობს "ალბისელესტე" უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს.
არგენტინა პერუს 6 ოქტომბერს დაუპირისპირდება, აქედან 5 დღის შემდეგ კი - ეკვადორს. 16 ტურის შემდეგ, სამპაოლის კოლექტივი 24 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]