სერხიო ბუსკეტსი: იმედი მაქვს, ასე თამაშს გავაგრძელებთ
ლისაბონის "სპორტინგის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან "ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმაც ისაუბრა.
"ვიცოდით, რომ რთული თამაში გამოვიდოდა. ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლოს ცოტა გაგვიჭირდა და გამარჯვებაში იღბალმაც ხელი შეგვიწყო.
მნიშვნელოვანია, რომ კარის მშრალად შენახვას ვახერხებთ და ჯგუფის ლიდერები ვართ, მაგრამ ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ.
იმედია, ასე თამაშს გავაგრძელებთ," - განაცხადა ბუსკეტსმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]