"ბარსელონა"-"ლას პალმასი": საინტერესო ფაქტები
როგორც იცით, 1 ოქტომბერს ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში "ბარსელონა" კამპ ნოუზე "ლას პალმასს" დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს ამ გუნდებთან დაკავშირებით.

1. "ბარსელონა" ზედიზედ 12 თამაშია "ლას პალმასთან" არ დამარცხებულა. კატალონიელებსა და კუნძულელებს შორის 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 8-ჯერ კი "ბარსამ" იმარჯვა.

2. ლუის სუარესს "ლას პალმასის" წინააღმდეგ ჩატარებულ ყველა მატჩში გოლი აქვს გატანილი. ურუგვაელს კარგი შანსი აქვს, რომ ეს სერია გააგრძელოს.

3. "კამპ ნოუზე" კანარელების ახალი მწვრთნელის, პაკო აიესტარანის დებიუტი შედგება. ესპანელი სპეციალისტი ამ სტადიონზე ბოლოს 2016 წელს "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის რანგში გახლდათ და მისმა გუნდმა ის თამაში წააგო.

4. როგორც ზემოთ აღვნიშნე, "ლას პალმასმა" ბოლო წლებში კატალონიელებთან ქულის აღება 4-ჯერ მოახერხა, თუმცა მას შემდეგ, რაც კანარიული გუნდი ლა ლიგაში უკანასკნელად ამოვიდა, "ბარსელონას" 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.

5. ბოლოს "ლას პალმასმა" "ბარსა" 35 წლის წინ, 1982 წლის 18 დეკემბერს, ანგარიშით 2-1 დაამარცხა. "კამპ ნოუზე" კი ლურჯ-ყვითლებმა გამარჯვების მოპოვება ბოლოს კიდევ უფრო დიდი ხნის წინ, 1971 წელს მოახერხეს.

6. ამ სეზონში "ლას პალმასს" მხოლოდ ერთით მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე "ბარსელონას" მხოლოდ ერთ ფეხბურთელს - ლიონელ მესის. მესის ანგარიშზე 9 გოლია, კანარელებმა კი 10 გოლის გატანა მოახერხეს.

7. მიმდინარე სეზონში "ლას პალმასის" თავდამსხმელმა, ჟონათან ვიერამ 21 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა, რითიც მხოლოდ ლიონელ მესის (31) ჩამოუვარდება.

8. "ლას პალმასს" გასვლით შეხვედრებში ბევრად უფრო ცუდი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე საშინაო მატჩებში. გუნდმა სტუმრად ჩატარებული ბოლო 21 თამაშიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა, 3-ჯერ ფრედ ითამაშა და 17-ჯერ დამარცხდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]