მასკერანო მეოთხე ლეგიონერია, რომელმაც პრიმერაში 200 მატჩი ჩაატარა

მასკერანო მეოთხე ლეგიონერია, რომელმაც პრიმერაში 200 მატჩი ჩაატარა

"ბარსელონას" მცველმა, ხავიერ მასკერანომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩში, "ლას პალმასის" წინააღმდეგ, პრიმერას ფარგლებში მე-200 შეხვედრა ჩაატარა.

ამ მაჩვენებლით, 33 წლის არგენტინელი, "ბარსელონას" ისტორიაში მოთამაშე ლეგიონერთა შორის მეოთხე ადგილზე გავიდა.

ლეგიონერთა შორის, კატალონიური კლუბის მაისურით, პრიმერაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი (389 მატჩი) ლიდერობს. შემდეგ მოდიან ბრაზილიელი მცველი, დანიელ ალვესი (247 მატჩი) და ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ფილიპ კოკუ (205 მატჩი).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 2 ოქტომბერი 2017 18:19
    0
    კიდევ დაარტყმევინონ პენალტი რაა.მაგრად მევასება მასკე და მაგრად უნდა გამოიჩინოს თავი