ინიესტას "ბარსელონური" კარიერა რიცხვებში

ინიესტას "ბარსელონური" კარიერა რიცხვებში

როგორც მოგეხსენებათ, დღეს "ბარსელონას" ლეგენდარულმა კაპიტანმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა კლუბთან უვადო კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი კარიერას "ბლაუგრანაში" დაასრულებს. "ბარსელონაში" კი მისი სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია.

ინიესტა "ბარსელონას" 1996 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მისი, როგორც ფეხბურთელის ზრდა ჯერაც არ შეჩერებულა. 33 წლის ასაკში, იგი კვლავ განაგრძობს შესანიშნავი თამაშის ჩვენებას და ჯილდოებისა და ტიტულების მოპოვებას.

პირველი მატჩი
ინიესტას დებიუტი მთავარ გუნდში 2002 წლის 29 ოქტომბერს შედგა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში, "ბარსელონა" სტუმრად "ბრიუგეს" დაუპირისპირდა (0-1). ლუი ვან გაალმა აღნიშნულ შეხვედრაში შანსი 18 წლის ესპანელსაც მისცა.

სეზონები
დონ ანდრესი ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით თავის მე-16 სეზონს ატარებს. პირველ სეზონში (2002-03), ფეხბურთელმა მონაწილეობა 9 მატჩში მიიღო - 6 ლა ლიგაში (448 წუთი) და 3 ჩემპიონთა ლიგაზე (135 წუთი). აღნიშნულ სეზონში მას გოლი არ გაუტანია.

სადებიუტო გოლი
კაპიტანმა თავისი სადებიუტო გოლი 2004 წლის 14 იანვარს გაიტანა. "კოპა დელ რეის" მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "ლევანტეს" წინააღმდეგ (3-1). სავიოლამ მეკარე მოატყუა, თუმცა დარტყმა ვეღარ მოახერხა და ახლო მანძილიდან ბურთი კარის ბადეში სწორედ ინიესტამ შეაგორა.

ტიტულები
ლეგენდარულ ნახევარმცველს კარიერაში 30 ტიტული აქვს მოპოვებული: 8 ლა ლიგა, 4 ჩემპიონთა ლიგა, 7 ესპანეთის სუპერ თასი, 5 "კოპა დელ რეი", 3 ევროპის სუპერ თასი და 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. აღსანიშნავია, რომ ამდენივე ტიტული აქვს მოპოვებული ლიონელ მესის.

ჩატარებული მატჩები
639 ჩატარებული მატჩით, ინიესტა ამ მაჩვენებლის მიხედვით "ბარსელონას" ისტორიაში მეორეა და მხოლოდ მისი ლეგენდარული მეწყვილე, ჩავი ერნანდესი უსწრებს (767). 594 ჩატარებული მატჩით სამეულს ლიონელ მესი ასრულებს.

418 მატჩი ლა ლიგაში, 126 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 უეფას თასზე, 68 "კოპა დელ რეიზე", 14 ესპანეთის სუპერ თასზე, 3 ევროპის სუპერ თასზე და 7 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - ასეთია მისი სტატისტიკური მაჩვენებელი უფრო კონკრეტულად.

გოლები
ინიესტას ანგარიშზე 639 მატჩში გატანილი 55 გოლია - 34 ლა ლიგაში, 11 ჩემპიონთა ლიგაზე, 9 კოპა დელ რეიზე და 1 ესპანეთის სუპერ თასზე. მას ევროპის სუპერ თასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჯერ არ გაუტანია.

კაპიტნობა
ინიესტა გუნდის მთავარი კაპიტანი 2015-16 წლების სეზონიდანაა, თუმცა პირველად კაპიტნის სამკლავური 2008-09 წლების სეზონზე მოირგო. საერთო ჯამში, ინიესტამ, როგორც "ბლაუგრანას" კაპიტანმა, მატჩი 120-ჯერ დაიწყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 ოქტომბერი 2017 22:39
    0
    მაგარი ხარ ინი