ანდრეს ინიესტა: სხვაგან თამაში ვერასდროს წარმომედგინა

ანდრეს ინიესტა: სხვაგან თამაში ვერასდროს წარმომედგინა

როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ ანდრეს ინიესტამ "ბარსელონასთან" უვადო კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთელ დარჩენილ საფეხბურთო კარიერას ამ გუნდში გაატარებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა "ბარსელონას" ფეხბურთელი ასეთი ტიპის კონტრაქტს აფორმებს. ინიესტა კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით და აცხადებს, რომ სანამ შესაძლებლობა ექნება, ბოლომდე დაიხარჯება.

"ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. "ბარსელონაში" 12 წლის ასაკში მოვედი, ახლა კი 33 წლის ვარ.

ეს გუნდი ჩემი სახლია, რომელთანაც უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს.

სხვაგან თამაში ვერასდროს წარმომედგინა და ამ თემაზე ბევრი არასდროს მიფიქრია. ყოველთვის, როცა გუნდთან ახალ კონტრაქტს ვაწერდი ხელს, ისეთი ბედნიერი ვიყავი, როგორიც ახლა ვარ. დღეიდან კი მომავალზე ვიქნები კონცენტრირებული და ვეცდები, რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებაში დავეხმარო "ბარსელონას". - აცხადებს ანდრეს ინიესტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 ოქტომბერი 2017 22:40
    0
    ლეგენდააა ამან კაი ხანს უნდა იტამაშოს წესით ბევრს ასწავლის უმცროს თაობას