გვარდიოლა:"ძალიან კარგია, რომ მესი და ჩავი "ბარსელონაში" თამაშობენ

გვარდიოლა:"ძალიან კარგია, რომ მესი და ჩავი "ბარსელონაში" თამაშობენ

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ისაუბა ბლაურანას ლიდერებზე, ლიონელ მესისა და ჩავი ერნანდესზე.
გვარდიოლა ბედნიერია იმ ფაქტით, რომ ეს ორი ვარსკვლავი "ლურჯ–ბროწეულისფერთა" რიგებში არიან.
"ჩავის შეუძლია ნებისმიერ გუნდში ითამაშოს, მას დღესაც ძალიან ბევრი გუნდი ეპატიჟება, მაგრამ მან საუკეთესო კლუბი აარჩია. მას იმდენად დიდი სათამაშო ოსტატობა გააჩნია, რომ ნებისმიერი გუნდი იოცნებებდა მისნაირ ლიდერზე. რაც შეეხება მესის, იგი არ განეკუთვნება ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც მწვრთნელებისათვის რაიმე ჰქონდეთ დასამტკიცებელი, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ მას ხელი შევუწყოთ"–განაცხადა გვარდიოლამ

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.