ჩავი ნაკრების მიტოვებას გეგმავს

ჩავი ნაკრების მიტოვებას გეგმავს

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას. იგი ესპანეთის ეროვნული ნაკრების მიტოვებას აპირებს. ჩავის ეს ექიმებმა ურჩიეს. მათი თქმით ფეხბურთელს აღარ ძალუდს დიდი ფიზიკური დატვირთის ატანა და დროა რამე იღონოს, სანამ რაიმე სერიოზულ ტრავმას არ მიიღებდეს. "Don Balón"–ზე დაყრდნობით ერნანდესი "ფურია როხაში" თამაშს თავს დაანებებს და მთელს ყურადღებას "ბარსელონაზე" გადაიტანს. მას როგორც "ბარსასთან" ერთად აქვს ბევრი ტიტული მოგებული ,ასევე არის ესპანეთის ნაკრებში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. სავარაუდოდ ნაკრების მაისურით ჩატარებული 100–ე შეხვედრა, ჩავისთვის უკანასკნელი იქნება "ფურია როხას" რიგებში. შეიძლება ნაკრები კარლეს პუიოლმაც დატოვოს, თუმცა მათ ვერავინ  გაამტყუნებს. ისინი გამარჯვებულები მიდიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.