დანიელები რევანშის აღებას შეეცდებიან
როგორც მოგეხსენებათ, სამშაბათს "ბარსელონა" "ჩემპიონთა ლიგის" რიგით მეოთხე მატჩს გამართავს. კატალონიელები დანიური "კოპენჰაგენის" მეორეჯერ დამარცხებას შეეცდებიან. ამ სიახლეში კი ამ შეხვედრის "პრევიუს" შემოგთავაზებთ.
დრო: 23:45
ქალაქი: კოპენჰაგენი
სტადიონი: "პარკენი"
მსაჯი: პაველ კრისტიან ბალაი (რუმინეთი)
ეს ორი გუნდი D ჯგუფის ლიდერად ითვლება. ამ დროისთვის "ბარსას" 7 ქულა აქვს და მოგების შემთხვევაში ფაქტიურად შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვს, ხოლო დანიელებს ჯერ–ჯერობით 6 ქულა აქვთ და მათგან დიდ წინააღმდეგობას უნდა ველოდეთ. მოგების შემთხვევაში მათ პირველ ადგილზე გასვლის რეალური შანსი მიეცემათ.
პირველ რიგში, გუნდების მწვრთნელების წინასამატჩნო კომენტარებს შემოგთავაზებთ.
"მნიშვნელობა არა აქვს შედეგს. მთავარია, რომ ჩვენი გუნდი პროგერსს განიცდის. სწორედ ამ პროგრესის გამო ჩვენს გუნდს გამარჯვების შანსი ჯერ კიდევ აქვს. თუ ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც ეს ბარსელონაში, მეორე ტაიმში გავაკეთეთ, მაშინ ყველაფერი სავსებით შესაძლებელია. მითმეტეს, რომ ჩვენ მატჩს საკუთარ მოედანზე ვმართავთ."
"წინა თამაშში, მესი "ბარსასთვის" "გასაღები" იყო, რომელმაც ჩვენს კარში 2 გოლის გატანა შეძლო. მისი ამ მატჩში შეჩერება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მას სივრცეები შევუზღუდოთ. ბევრმა ჩემზე ჭკვიანმა მწვრთნელმა და ბევრმა ჩემს ფეხბურთელებზე უკეთსმა ფეხბურთელმა ცადა მისი შეჩერება, მაგრამ მათი ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ თუ ვცდით, მაშინ ჩვენ მოგების შანსი გვექნება."
ჩვენ ძალიან ძლიერი ოპონენტის წინაშე მოგვიწევს წარდგენა. როგორც მოგეხსენებათ, ისინი შიდა ჩემპიონატის ჩემპიონები არიან. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ჩემპიონატზე დაუპირისპირდები. ისინი თავისი შანსის ხელიდან გაშვებას არ დაუშვებენ. ფაქტია, რომ წელს ჩვენ "ჩემპიონთა ლიგაზე" გამარჯვება არ მოუპოვებია. საერთოდ "ჩემპიონთა ლიგაზე" გამოსვლა ძალიან რთულია, მაგრამ ხვალინდელ თამაშში 3 ქულის მოპოვებასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ.
"სევილიასთან" გამარჯვებამ ჩვენზე პოზიტიურად იმოქმედა. მე მოხარული ვარ, რომ გუნდს ჩავი ერნანდესი დაუბრუნდა. იგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.
• "კოპენჰაგენი"
ჰიალტე ნორეგაარდი ფაქტობრივად "ბარსასთან" გამორიცხულია და როგორც ვარაუდობენ იგი მოედანზე გასვლას ნოემბრის ბოლომდე ვერ შეძლებს. ტრავმა აწუხებდა ჩვენთვის კარგად ნაცნობ სეზარ სანტინს, მაგრამ მან ორშაბათს გუნდთან ერთად ვარჯიში გამართა. ასე, რომ მისი მოედანზე ხილვა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. როგორც წინა მატჩში, ისევე დღევანდელ შეხვედრაში, მარტინ ბერგვოლდი მოედანზე არ გამოვა. მას ტრავმა ჯერ კიდევ 21 აგვისტოდან აწუხებს.
• "ბარსელონა"
გუნდის ერთ–ერთი მთავარი ლიდერი, ჩავი ერნანდესი როგორც იქნა გუნდს დაუბრუნდა. მან მონაწილეობა "სევილიასთან" მატჩში მიიღო და ძალიან კარგადაც ითამაშა. ჩავისთან ერთად დაბრუნდა გაბრიელე მილიტოც, რომელიც დიდი ხანი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. გუნდს ვერ დაეხმარება გუნდის მეცამეტე ნომერი, ხოსე მანუელ პინტო, რომელიც "უეფამ" ორ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ასევე მოედანზე გამოსვლას ვერ შეძლებს ხეფრენ სუარესი, რომელმაც ტრავმა "სეუტასთან" მატჩში მიიღო.
30/10/10 – "კოპენჰაგენი" 3-2 "ლინგბი"
გოლები: ზოჰორე 13', ნორდსტრანდი 88', ოტესენი 90'; ააბეჩი 22', რიისე 86'.
30/10/10 – "ბარსელონა" 5-0 "სევილია"
გოლები: მესი 4', 64', ვილია 24', 90', ალვეში 52'.
• "კოპენჰაგენმა" "ჩემპიონთა ლიგის" პირველ ორ მატჩში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მესამე მატჩში, ლეო მესის წყალობით მათ პირველი შეხვედრა დათმეს.
• "კოპენჰაგენს" ევროტურნირებზე, საკუთარ მოდანზე ესპანურ გუნდებთან გამარჯვება არასდროს უზეიმია. ისინი სამი თამაშიდან 2–ში დამარცხდნენ, ხოლო ერთხელაც მატჩი ფრედ დაასრულს. ეს უკანასკნელი მატჩი კი "რეალ ბეტისთან", 1997/97 წლებში იყო. ამ გუნდების დაპირისპირება ანგარიშით, 1–1 დასრულდა.
• დანიური კლუბი ლიგის ბოლო 7 შეხვედრაში 4–ჯერ დამარცხდა. მეოთხე გუნდი, რომელთანაც ისინი დამარცხდნენ კატალონიის "ბარსელონა" გახლავთ.
• ბოლო 3 მატჩიდან, რომელიც "ბარსამ" დანიაში ჩაატარა, სამივეში გამარჯვება მოიპოვა. კატალონიელების ბოლო ვიზიტი "უეფას თასის" მესამე რაუნდში, 2004 წელს იყო. მაშინ "ბარსამ" "ბრონდბი" ანგარიშით, 2–0 დაამარცხა.
• დანიური კლუბების წინააღმდეგ ნათამაშები 7 მატჩიდან "ბარსას" 6 მოგებული აქვს. აქედან ბოლო "კოპენჰაგენთან" მატჩი იყო.
• "კოპენჰაგენმა" წლევანდელი სეზონი "ჩემპიონთა ლიგაში" 2 გამარჯვებით დაიწყო. პირველი გამარჯვება დანიელებმა ყაზანის "რუბინთან" მოიპოვეს. ის მატჩი დანიელებმა ნ'დოის თაური დარტყმის წყალობით მოიგეს. მეორე მატჩი კი "პანათინაიკოსთან" იყო, რომელშიც მათ ანგარიშით, 2–0 გაიმარჯვეს. ამ მატჩში გოლები ნ'დოიმ და მარტინ ვინგაარდმა გაიტანეს.
• როდესაც დანიელები "ჩემპიონთა ლიგაზე" გამოდიოდნენ (2006/07), მაშინ მათ ქულების აგროვება მხოლოდ საკუთარ კედლებში მოახერხეს.
• "ბარსელონამ" "ჩემპიონთა ლიგის" სეზონი ბრსწყინვალე გამარჯვბით დაიწყო. კატალონიელებმა პირველი მატჩი ბერძნული "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ გამართეს, რომელშიც მათ ანგარიშით, 5–1 გაიმარჯვეს. წარუმატებელი გამოდგა მეორე მატჩი, რომელშიც "ბარსამ" 11 მცველიან "რუბინთან" ვერაფერი გააწყო და ფრეს დაჯერდა.
• ფრე რუსეთში "ბარსელონასთვის" ნიშნავს იმას, რომ ბოლო 13 გასვლითი მატჩიდან (უეფას თამაშებში) გუნდი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 11 მატჩიანი გასვლითი მატჩების წაუგებელი სერია "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში, მილანის "ინტერმა" შეწყვიტა.
• "ევრო 2008"–ის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთი დანიის ეროვნულ ნაკრებს ორჯერ დაუპირისპირდა. მადრიდში გამართულ მატჩში მონაწილეობას დავიდ ვილია, ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი და ჟესპერ გრონკიაერი იღებდნენ. ამ შეხვედრაში გოლის გატანა დავიდ ვილიამ შეძლო.
• გრონკიაერმა 2005 წელს, მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]