დემბელეს ექიმი: უსმანის მკურნალობა კარგად მიმდინარეობს
ფინელი ექიმი საკარი ორავა, რომელმაც "ბარსელონას" თავდამსხმელს, უსმან დემბელეს, ოპერაცია გაუკეთა, აცხადებს, რომ 20 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ეტაპი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
"ამჟამად დემბელეს გამოჯანმრთელება კარგად მიმდინარეობს. მე ხშირად ვესაუბრები "ბარსელონას" ექიმს, პრუნას, რომელიც დემბელეს აკონტროლებს და ყველა მოხსენებას მიგზავნის.
დემბელე, როგორც ყველა ახალგაზრდა მის ასაკში, ძალიან ოპტიმისტია, მაგრამ ახლა უკეთესია ფრთხილად იყოს. ალბათ, ტრავმა ახალგაზრდა ფეხბურთელის შეცდომაა, რადგან მას დისკომფორტზე არაფერი უთქვამს. ტრავმის გამოწვევა შეეძლო ზეწოლასაც, რომელაც ფეხბურთელმა "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ გადაიტანა", - ციტირებს ექიმის სიტყვებს კატალონიური Mundo Deportivo.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]