დემბელეს ქირურგი: ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ უსმანი „რეალთან“ ითამაშებს
ექიმმა საკარი ორავამ, რომელმაც უსმან დემბელეს ოპერაცია ჩაუტარა, ახალგაზრდა შემტევის გამოჯანმრთელების ვადაზე ისაუბრა.
"აღდგენითი პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს. ის, შესაძლოა, "კლასიკომდე" გამოჯანმრთელდეს, მაგრამ ამის გარანტიას ვერავის მივცემ.
დემბელე ბურთით ვარჯიშს სავარაუდოდ, ნოემბერში დაიწყებს. რეციდივის მცირე რისკი არსებობს, მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
უსმანი ახალგაზრდაა, ამიტომ წესით და რიგით, ყველაფერი კარგად უნდა წარიმართოს."-თქვა ორავამ Cadena SER-თან ინტერვიუში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]