ატლეტიკო - ბარსელონა: პრევიუ

ატლეტიკო - ბარსელონა: პრევიუ

წარმოგიდგენთ "ატლეტიკო" - "ბარსელონას" მატჩის სავარაუდო შემადგენლობებს, აღნიშნულ გუნდთა უკანასკნელ შედეგებსა და მათ სატურნირო მდგომარეობას.

ავარაუდო შემადგენლობები (Sport):

უკანასკნელი შედეგები:

"ბარსელონას" მატჩამდე თავიანთ შეხვედრებს კატალონიური გრანდის კონკურენტები, "სევილია" და "რეალი" ჩაატარებენ. ანდალუსიელები ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდებიან, ხოლო "სამეფო კლუბი" "ხეტაფეს" ეწვევა.

"ლურჯ-ბროწეულისფრები" ესპანეთის ჩემპიონატში 100%-იანი მაჩვენებლით ლიდერობენ. ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა 7 მატჩში 21 ქულა მოიპოვა, 23 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" გამარჯვება ნებისმიერი გუნდისთვის რთული ამოცანაა, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ "ბლაუგრანას" მიზანი საკუთარი პოზიციის გამყარებაა. "ბარსელონას" აქვს შანსი გახდეს პირველი გუნდი, ვინც "ატლეტიკოს" ახალ სტადიონზე მინიმუმ ქულას მაინც მოიპოვებს.

რაც შეეხება დიეგო სიმეონეს კოლექტივს, საკუთარ მოედანზე 3 ქულის მოპოვების და "სევილიასა" და "ვალენსიას" წაბორძიკების შემთხვევაში, ისინი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლებენ.

ბომბარდირთა დავაში საკუთარი პოზიციის გამყარების მორიგი შანსი "ბარსელონას" ლიდერს, მესის მიეცემა, რომელიც მოცემულ მომენტში 11 გოლით პირველ ადგილს იკავებს. ლიონელი დღევანდელ შეხვედრას ამაღლებული განწყობით შეხვდება, რადგან მისი ჰეთ-ტრიკის წყალობით არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის საგზური მოიპოვა.

მატჩი თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.

როგორ დასრულდება დღევანდელი შეხვედრა?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 14 ოქტომბერი 2017 18:40
    0
    უეჭველი მოვიგებთ.ლეომ უნდა გაიტანოს გოლი დღეს
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #1 14 ოქტომბერი 2017 12:59
    0
    Xაააალიან მოიკლო აქყიურობამ საიტზე !