ხავიერ ტებასი: თუ "ბარსელონა" ლა ლიგას დატოვებს, სატელევიზიო უფლებებიდან შემოსავლების 20 პროცენტს დავკარგავთ
ესპანეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას დაკარგავს ლა ლიგა "ბარსელონას" სხვა ჩემპიონატში გადასვლის შემთხვევაში.
"ტენდერი, ჯერჯერობით, გადავდეთ, რათა ვნახოთ და დაველდოთ, რა მოხდება ესპანეთში. არსებობს პრობლემა, რომელმაც, შესაძლოა, ჩვენი ტურნირების ღირებულებაზე იმოქმედოს. ტენდერი ეხება მატჩების ტრანსლაციის უფლებებს ევროპასა და აზიაში, ისეთ ქვეყნებში, როგორებიც ინდოეთი და სინგაპური არიან.
ალბათ, ფიქრობთ, რომ "ბარსელონა" მთელი პრიმერას ნახევარია, მაგრამ ეს ასე არაა. მას 20-25 პროცენტით შევაფასებდი", - ტებასის ამ სიტყვებს Football Espana ციტირებს.
კატალონიაში რამდენიმე კვირის წინ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]