ლიონელ მესის ევროტურნირებზე 100 გოლი დაუგროვდა
ევროტურნირებზე "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 122 შეხვედრაში ლიონელ მესის უკვე 100 გატანილი გოლი დაუგროვდა.
პირველად არგენტინელი ჩემპიონთა ლიგაზე 2004 წელს, დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ მატჩში გამოჩნდა, პირველი გოლი კი 2005 წლის 2 ნოემბერს, "პანათინაიკოსის" კარში გაიტანა. საინტერესოა, რომ პირველი და მე-100 გოლები მესის ბერძნული კლუბებისთვის აქვს გატანილი.
აღსანიშნავია, რომ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი "არსენალის" წინააღმდეგ გაიტანა (9 გოლი), შემდეგ მოდიან "მილანი" და "სელტიკი" (8 გოლი).
100 გოლიდან არგენტინელს 82 მარცხენა ფეხით აქვს გატანილი, 14 მარჯვენა ფეხით, 4 კი თავით.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]