ბართომეუ: „ბარსელონას“ ლა ლიგაში ასპარეზობა სურს

ბართომეუ: „ბარსელონას“ ლა ლიგაში ასპარეზობა სურს

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ აღნიშნა, რომ კლუბს კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, პრიმერაში ასპარეზობა სურს.

"რეფერენდუმის დროს ხალხის დაკავების ფაქტს კლუბი გმობს. კატალონიელი საზოგადოების მიმართ "ბარსელონას" ერთგულებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს. მხოლოდ დიალოგსა და პატივისცემას მოვითხოვთ, "კამპ ნოუ" ყოველთვის იქნება თავისუფალი აზრის გამოხატვის ადგილი. არავის მივცემთ ჩვენი გამოყენების უფლებას.

ორგანიზაციას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ესპანურ პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგასთან ურთიერთობის გაგრძელება გვსურს." - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 22 ოქტომბერი 2017 11:29
    0
    უეჭველი პრიმერაში დავრჩებით