ვალვერდე: ინიესტა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "მალაგასთან" გამართული შეხვედრის (2:0) შემდეგ, კომენტარი გააკეთა და გუნდის რამდენიმე ფეხბურთელზე ისაუბრა.
ლუის სუარესი
"ჩემი აზრით, ის კარგად გამოიყურება. ბოლო ექვს დღეში მან 3 თამაში ჩაატარა. ლუისს "ატლეტიკოსთან" კარგი თამაში ჰქონდა, "ოლიმპიაკოსთან" კი ის დაუღალავი იყო. სუარესს გოლის გატანის შანსი ყოველთვის აქვს. ის, გუნდისთვის, შეუფასებელია. სუარესი ამბიციური ფეხბურთელია, შეცვლა კი არავის მოსწონს. ყველა სურს თამაში, ყველას სურს სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა... პრობლემას ვერ ვხედავ."
ანდრეს ინიესტა
"ინიესტა თამაშის კონტროლის საშუალებას გვაძლევს. გუნდი მის სტილში თამაშობს. დღეს, მან სრულად ითამაშა. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები."
პაკო ალკასერი
"ამ ფეხბურთელს ბევრი სათამაშო დრო არ აქვს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ის, დღეს, გუნდს რამე ახალს შემატებდა. ის მუდმივად მოძრაობს და თავის შანსს ეძებს. ყველა ყოველთვის ვერ ითამაშებს. ზოგჯერ ბევრი სათამაშო დრო გაქვს, ზოგჯერ - ცოტა. ის კარგად ვარჯიშობს.
ლუკა დინი
"ფეხბურთელი, რომელზეც იმედებს ვამყარებთ. მჯერა, რომ ის გუნდს ბევრ რამეს შესძენს. ის და ალბა ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც თავიანთ პოზიციაზე გვაძლიერებენ. სეზონის სტარტზე უფრო ხშირად ჟორდის ვიყენებ, მაგრამ დარწმუმებული ვარ, თავის სათამაშო დროს დინიც მიიღებს. რასაც ის აკეთებს, კარგად აკეთებს და მისით კმაყოფილები ვართ."
დენის სუარესი
"რა შეიძლება ითქვას... სეზონის განმავლობაში სათამაშო დროს ყველა მიიღებს. დენისი კარგი ფეხბურთელია. იმედი მაქვს, ის თავის შანსს მიიღებს და ზრდას განაგრძობს. ყველას მიზანი ბრძოლის გაგრძელება და გუნდში ადგილის შენარჩუნებაა."
პირველი გოლის დროს ბურთის მოედნიდან გასვლა
"სათადარიგოთა სკამიდან კარგად არ ჩანდა, მაგრამ ვიცი, რომ ეპიზოდი მინიმუმ საეჭვო იყო."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]