„ბარსელონა“ - „მალაგა“ ციფრებში
ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩში, "ბარსელონა" "მალაგას" დაუპირისპირდა. ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა 2:0 გაიმარჯვა. წარმოგიდგენთ კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს.
● ჟერარ დეულოფეუმ ლუკა დინის გადაცემის შემდეგ "ბარსელონას" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
● "მალაგა" არის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ინიესტას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 5 (4 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი).
● მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" 11-მა მოთამაშემ შეძლო გოლის გატანა: მესიმ, სუარესმა, დენისმა, პაულინიომ, სერხიომ, პიკემ, რობერტომ, რაკიტიჩმა, დინმა, დეულოფეუმ და ინიესტამ.
● ინიესტასთვის ეს პირველი გოლია მიმდინარე სეზონში. ბოლოს მან 2016 წლის სექტემბერში "სელტიკის" კარი აიღო (7:0), ხოლო ლა ლიგაში ესპანელმა ბოლოს "ბერნაბეუზე" 2015 წლის ნოემბერში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესიმ გუნდის კაპიტანს მე-5 ასისტი გაუკეთა.
● ჟერარ დეულოფეუსა და ანდრეს ინიესტამდე, ბოლოს "კამპ ნოუზე" "მალაგას" ტომას ვერმალენმა გაუტანა.
● ვალვერდეს "მალაგას" წინააღმდეგ უკვე 9 გამარჯვება აქვს. უნაი ემერისთან ერთად, ერნესტო არის მწვრთნელი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ სძლია ანდალუსიურ კლუბს.
● სამუელ უმტიტიმ "მალაგას" წინააღმდეგ ყველაზე მეტი, 98 ზუსტი გადაცემა გააკეთა.
● "მალაგა" ერთადერთი გუნდია ლა ლიგაში, რომლის კარიც ლუის სუარესს არ აუღია.
● მასკერანომ და უმტიტიმ ძირითად შემადგენლობაში მატჩი ერთად სამჯერ დაიწყეს ("ბეტისი", "ჟირონა" და "მალაგა").
● "ბარსელონამ" ლა ლიგაში ზედიზედ მე-17 საშინაო შეხვედრა მოიგო.
● მიმდინარე სეზონში საგოლე გადაცემა 14-მა ფეხბურთელმა გააკეთა.
● "ბარსელონამ" 2017 წელს, ლა ლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში 101 გოლი გაიტანა.
მომდევნო შეხვედრას კატალონიური გრანდი 24 ოქტომბერს, "მურსიას" წინააღმდეგ გამართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]