MD: "ბარსელონა" კოუტინიოში 150 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არაა
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ფილიპე კოუტინიოში 150 მილიონი ევროს გადასახდელად, რომელსაც "ლივერპული" 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ითხოვს, მზად არაა.
კატალონიური წყაროს ცნობით, "ბარსელონა" კოუტინიოში გადასახდელი თანხის შემცირებას 120 მილიონ ევრომდე განიხილავს. კატალონიელთა მთავარი არგუმენტი "ლივერპულთან" მოლაპარაკებებში ის იქნება, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ვერ დაეხმარება, რადგან მას ამ ტურნირზე მერსისაიდულ კლუბში უკვე ნათამაშები აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]