ხოსე არნაისის შეძენით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებული
Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელის, ხოსე არნაისის შეძენით ორი ინგლისური კლუბი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი", ასევე მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.
არნაისმა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში უკანასკნელი შეხვედრა ესპანეთის თასის 1/16 ფინალში, "მურსიას" წინააღმდეგ ჩაატარა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, თანაც, გოლის გატანაც მოახერხა.
22 წლის ნახევარმცველის შეძენით რამდენიმე გრანდი აქამდეც იყო დაინტერესებული, მათ შორის მადრიდის "რეალი", "იუვენტუსი" და "ნაპოლი".
აღსანიშნავია, რომ არნაისის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც ფინანსურად ძლიერი გუნდებისთვის პრობლემა არ იქნება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი "ბარსა ბ"-დან ძირითადი გუნდის რეგულარულ შემადგენლობაში გადაინაცვლებს, მისი ფასი 40 მილიონამდე აიწევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]