ჟეფრენი ვარჯიშს დაუბრუნდა

ჟეფრენი ვარჯიშს დაუბრუნდა

დღეს დილით, ფეხბურთელებმა "ლა ლიგას" მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში გამართეს...

როგორც მოგეხსენებათ, სამშაბათს "ბარსამ" "ჩემპიონთა ლიგის" რიგით მეოთხე მატჩი გამართა, რომელშიც დანიურ "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდა. ამის გამო ფეხბურთელებს გუშინ დასვენების დღე ქონდათ, ხოლო დღეს გვარდიოლამ ისინი სავარჯიშოდ, "სიუტატ ესპორტივაზე" გამოიძახა.

დღევანდელ ვარჯიშზე იმყოფებოდა ტრავმირებული ხეფრენი, რომელმაც დაზიანება 26 ოქტომბერს, "სეუტასთან" მატჩში მიიღო. ამ ტრავმის შემდეგ იგი მინდორს დღეს პირველად დაუბრუნდა. ჩავიმ, მესიმ, პიკემ და ინიესტამ კი განმარტოებით, სავარჯიშო დარბაზში ივარჯიშეს.

"სიუტატ ესპორტივაზე" ასევე გამოძახებულები იყვნენ ჯონათან სორიანი, მარტი რივეროლა და ტიაგო ალკანტარა, რომლებიც როგორც მოგეხსენებათ, "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელებად ითვლებიან.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.